Saturday, June 26, 2010
ჩემი სოფელი
1. პროექტის სახელი– ჩემი სოფელი
2. პროექტის მოკლე აღწერა –პროექტი მიზნად ისახავს მშობლიური სოფლის ისტორიის შესწავლას, სოფლის ღირსშესანიშნავი ობიექტების ნახვასა და აღწერას.
3. პროექტის სრული აღწერა– მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ სოფლის აღწერაზე: სოფელი ოშორა ერთ–ერთი ულამაზესია ასპინძის რაიონში. იგი მდებარეობს მდინარე ოშორულას ხეობაში. მდიდარია ,როგორც სასმელი ,ისე სარწყავი წყლით,წიწვოვანი ტყითა და სუფთა ჰაერით. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩამოსახლებულია მაღალმთიანი აჭარიდან,მთიულეთიდან და იმერეთიდან. ისინი უკვე ათეული წლებია ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრულად ცხოვრობენ და ქმნიან სოფლის ისტორიას.
სოფლის ღირსშესანიშნავი ობიექტებია: XIV საუკუნის ეკლესია,სკოლა ,ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი. მათ შესახებ მონაცემებს მოსწავლეები მოიძიებენ ენციკლოპედიაში,ხოლო სოფლის შესახებ ლეგენდებსა და თქმულებებს– ადგილობრივ მოსახლეობაში. გადაიღებენ ფოტო–სურათებს და შეადგენენ ალბომებს.
4. მონაწილეთა ასაკი– მერვე კლასელები
5. ვადები/ხანგრძლივობა– ორი კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები– ბიბლიოთეკაში მუშაობა,კლასში დისკუსიის გამართვა, ფოტო–სურათების გადაღება, ალბომზე მუშაობა.
7. მოსალოდნელი შედეგები–მოსწავლეთა დაინტერესება სოფლის ისტორიით,გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, ურთიერთთანამშრომლობა, სხვისი აზრის პატივისცემა.
8. სამუშაო ენა–ქართული
9. საგნებთან კავშირი– ისტორიასთან და ხელოვნებასთან
10. პროექტის ფასილიტატორი– მაყვალა მაჭარაშვილი
11. ფასილიტატორის ელფოსტა– makalabe@gmail.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment